ეროვნული სასახლის ამერიკულ კუთხეში სპიკერ პროგრამა პრესის თავისუფლება ჩატარდა
24 მაისი 2012 წ.

24 მაისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულ კუთხეში სპიკერ პროგრამა “პრესის თავისუფლება” ჩატარდა, რომელიც ამერიკის საელჩოს პრესისა და ინფორმაციის ატაშემ ბატონმა მაიკლ ჯ. ჰარვიმ ამერიკული კუთხის მოსწავლეებს პროგრამის შესახებ ესაუბრა. სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ზოგადად პრესის მნიშვნელობასა და მის როლზე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გარემოში.

პრეზენტაციამ უფროსკლასელებში დიდი ინტერესი გამოიწვია და თემის ირგვლივ გამართულ დებატებშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს.